საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1168-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 980 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 17.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6498 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -327.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.