ნარკოდამოკიდებულება გაზრდილია, კონსერვატორებს გვაქვს რეცეპტი, როგორ უნდა ვუშველოთ ამას , - განაცხადა "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარემ, ზვიად ძიძგურმა "დღის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, მისი პარტია სხვა პოზიციასთან რაიმე სახის თანამშრომლობას არ აპირებს და გეგმავს, არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს.
"გეტყვით, როგორ კამპანიას ჩავატარებთ, მაგალითად ნარკოდამოკიდებულება არის ძალიან გაზრდილი, კონსერვატორებს გვაქვს რეცეპტი, როგორ უნდა ვუშველოთ ამას და ჩვენი კამპანია იქნება ამ მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმა არის ჩემ ქვეყანაზე პირდაპირი თავდასხმა და აქაც გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას, ასევე თქვენს ოფისში რომ შემოვედი, იქ წერია, რომ გახსოვდეს 20%ოკუპირებულია რუსეთის მიერ, გვახსოვს მაგრამ ამის სანაცვლოდ არაფერი არ კეთდება, რომ პრევენცია, ან ამ მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგას, როცა შენ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა, რომ 20% არის ოკუპირებული და ამ დროს ვეტერანები გყავს ისეთ მდგომარეობაში როგორიც გყავს... ხვალ რომ კიდევ რაღაცა აგრესიის წინაშე დავდგეთ ვინ წავა სამშობლოს დასაცავად, 22 ლარს რომ უხდი ის ვეტერანი მაგალითს მისცემს სხვა ადამიანებს?", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.