კლეპტომანია არის "მავნე ჩვევა" რომელიც ძირითადად ადამიანებშია გავრცელებული. თუმცა როგორც გერმანული ონლაინ ჟურნალი RTL-ი იუწყება არამხოლოდ ადამიანებში, არამედ ცხიველებშიც.
ბერლინ ცელენდორფ-ში (უბანი ბერლინში) აღმოჩენილ იქნა ქურდბაცაცა მელა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ფეხსაცმელებს სახლებიდან იპარავდა... როგორც გაირკვა მას 100-ზე მეტი ფეხსაცმელი ქონდა მოპარული.
მას შემდეგ რაც ბერლინის მკვიდრმა კრისტიან მაიერმა დაკარგა თავისი ფეხსაცმელები, შეეცადა გაერკვია თუ ვინ იდგა ამ ქურდობის მიღმა.
ორკვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, მან შემთხვევით აღმოაჩინა, ქურდბაცაცა მელა, რომელიც ამჯერად მეზობლის მოპარული ფეხსაცმელების გადაადგილებით იყო დაკავებული.
გერმანული მედია იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც მეიერმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაკარგული ფეხსაცმელების პატრონები მელიის სამალავთან მივიდნენ და თავიანთი ნივთები დაიბრუნეს.
ფეხსაცმელების ქურდობის ამსახველი ვიდეო იხილეთ ბმულზე.