საქართველოში COVID 19-ით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov.ge-ზე განთავსდა.
ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 1 155 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 929 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 6489, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41-ს შეადგენს.