ევროკომისიამ ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია "გილეადთან" პრეპარატ რემდესივირის შესყიდვის კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კონტრაქტით დაახლოებით 30 000 პაციენტის სამკურნალოდ საკმარისი დოზაა გათვალისწინებული.
"აგვისტოს დასაწყისიდან პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის და იგი მომდევნო რამდენი თვის განმავლობაში დაეხმარება მედიცინის მუშაკებს კორონავირუსთან ბრძოლაში", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
კონტრაქტის ღირებულება 63 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, ივლისის დასაწყისში რემდესივირი ერთადერთი პრეპარატი გახდა ევროკავშირის ტერიტორიაზე კოვიდ-19-ის სამკურნალოდ, რომლის ოფიციალური ავტორიზება ევროპის წამლის სააგენტომ მოახდინა.
რემედსივირს, რომელიც თავდაპირველად ვირუს ებოლას საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ამჟამად კლინიკურ კვლევებს უტარებენ მთელს მსოფლიოში, მისი ეფექტების უკეთ გასაგებად.
2 მაისს, შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ "რემდესივირის" გამოყენების ნებართვა გასცა.
რემდისივირის წარმოების ექსკლუზიურ უფლებას ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი "გილეადი"ფლობს.
ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ რემდესივირის ნახევარ მილიონზე მეტი დოზა შეიძინა.