შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ "რემდესივირის" გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
შეხვედრას, სადაც აღნიშნულის შესახებ ტრამპმა განაცხადა, ამერიკული ფარმაცევტული კომპნია "გილეადის" აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ ოდიც ესწრებოდა.
"რემდესივირი" ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის, "გილეადის" მიერ მომაკვდინებელი ვირუსის, "ებოლას" საწინააღმდეგოდ შექმნილი პრეპარატია, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაცენტებთან დადებითი შედეგი აჩვენა.
ცოტა ხნით ადრე, შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პრეპარატ "რემდესივირის" კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანობის გამოცდას "კარგი ამბები მოჰყვა".
ფაუჩიმ თქმით, პრეპარატის გამოცდის შედეგები ოპტიმისტურია და დასტურდება, რომ მას ვირუსის ბლოკირება შეუძლია.