შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ფარმაცევტულ გიგანტ "გილეადისგან" პრეპარატ რემდესივირის 500 000-ზე მეტი დოზა შეისყიდა.
"პრეზიდენტმა შესანიშნავი ხელშეკრულება გააფორმა კომპანია "გილეადთან", რათა ამერიკის მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა კორონავირუსის პირველ ავტორიზებულ მედიკამენტთან. გვსურს უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერ ამერიკელ პაციენტს, რომელსაც რესედვივირი სჭირდება, მისი მიღება შეეძლოს", - განაცხადა შეერთებული შტატების ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა.
შეგახსენებთ, 2 მაისს, შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ "რემდესივირის" გამოყენების ნებართვა გასცა.
"რემდესივირი" ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის, "გილეადის" მიერ მომაკვდინებელი ვირუსის, "ებოლას" საწინააღმდეგოდ შექმნილი პრეპარატია, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაცენტებთან დადებითი შედეგი აჩვენა.
ცოტა ხნით ადრე, შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პრეპარატ "რემდესივირის" კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანობის გამოცდას "კარგი ამბები მოჰყვა".
ფაუჩიმ თქმით, პრეპარატის გამოცდის შედეგები ოპტიმისტურია და დასტურდება, რომ მას ვირუსის ბლოკირება შეუძლია.
გარდა ამისა, კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ "რემდესივირის" გამოყენებაზე რეკომენდაცია ევროპის წამლის სააგენტომაც გასცა.
"გილეადი" რემდისივირის წარმოების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.