საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებდან 11 ივლისის ჩათვლით, 111 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა COVID-19-ით დასნებოვნების 129 შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (980 დადასტურებული შემთხვევა) 13.2%-ს შეადგენს, მათ შორის 111 (86.1%) არის სამედიცინო პერსონალი და18 (13.9%) - ტექნიკური პერსონალი.
„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 111 შემთხვევიდან ერთი კლასიფიცირდა, როგორც საზოგადოებაში შეძენილი. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა საქართველოში განისაზღვრა როგორც 110, რაც ქვეყანაში ინ ფიცირებულთა საერთო რაოდენობის 11.2%-ია. პროფესიული ჯგუფების მიხედვით, შემთხვევათა ნახევარზე მეტი ექთნებზე მოდის“, - წერია ანგარიშში.
ფოტო: NCDN