საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1155-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1155 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 929 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 16.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6489 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -337.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.