ჩემი ვარაუდით, კორონავირუსის პანდემია კიდევ ერთი წელი, დაახლოებით მომავალ ზაფხულამდე, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი“.
მისი თქმით, პანდემია დამთავრდება მაშინ, როცა შეიქმნება ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი.
"თუ ვერ შექმნეს ვაქცინა ან ეფექტური მედიკამენტი, მაშინ არავინ იცის, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ეს გაგრძელდება კიდევ ერთი წელი, დაახლოებით მომავალ ზაფხულამდე. ეს არის სუფთა ჩემი ვარაუდი, რადგან ამისი რაიმე ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს", - განაცხადა ცერცვაძემ.