ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების აღწერა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, აღწერას ექვემდებარებიან რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე. წ. საელჩოში მუშაობენ, სეპარატისტულ მთავრობაში მივლინებით ჩასული პირები და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანამშრომლები.
ე.წ. საელჩოს ინფორმაციით, ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების აღწერა სრულიად რუსეთის მოსახლეობის აღწერის ფარგლებში ხორციელდება.