საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1145-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1145 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 927 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 16.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -353.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.