ყველაზე ძალიან მიშლიან ნერვებს ქართველი ქალები. პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს, - განაცხადა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღანელმა, რეჟისორმა, რობერტ სტურუამ რადიო უცნობის ეთერში.
"მე ყველაზე ძაან მიშლიან ნერვებს ქართველი ქალები. მე პოლიტიკიდან საერთოდ გამოვიყვანდი ყველა ქართველ ქალს. იგინებიან, ილანძღებიან, რაღაც უმსგავსობასთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, მე საქართველო არასდროს წარმომედგინა უზრდელ ქვეყნად. ჩემთვის საქართველო გახდა უზრდელების პარადი... ზრდილობა ჩვენ უკვე სრულიად მოშლილი გვაქვს", - თქვა სტურუამ.