თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს, 24 ივლისს, კორონავირუსის დადასტურებული 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობიდანაა, 5 - სოფელ გარჩიანიდან, 1 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 2 შემთხვევა შემოტანილია, 3-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 104 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 912 გამოჯანმრთელდა, 16 პაციენტი კი – გარდაიცვალა.
დღეს, 24 ივლისს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი ჩაიკეტა.