საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ განკარგულება ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თამარ ღვამიჩავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2020 წლის 22 ივლისიდან, 4 წლის ვადით“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
იუსტიციის საბჭოს წევრის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 25 ივნისს ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადებით სალომე ზურაბიშვილს ანა დოლიძემ მიმართა.
ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა, ლევან კობერიძემ და ლევან იოსელიანმა პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს 18 ივნისს მოაწერეს ხელი.