ვაქცინა უკვე მიდის იმ კონდიციამდე, რომ ამ წლის ბოლოს, ან იმ წლის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი იქნება, - ამის თემაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ღია ეთერიში“ ისაუბრა.
„წინა კორონავირუსული ინფექციების დროს, რასაც „სარსი“ და „მერსი“ ერქვა, ვაქცინა ვერ გაკეთდა. შეზღუდული კონტიგენტი დაავადდა მაშინ და არც საჭიროება შეიქმნა. როდესაც პანდემია გამოცხადდა თავიდანვე ითქვა, რომ ვერ დამარცხდება ვაქცინის გარეშე, ამიტომ შექმნა მალევე დაიწყო. დღეს ვაქცინის შექმნა პრობლემა არ არის. ბიოტექნოლოგიები ისე არის განვითარებული, რომ ვირუსის გენომი ერთ კვირაში ცნობილი იყო. მაგრამ იმას, რომ ვაქცინა იყოს უსაფრთხო სჭირდება დიდი დრო. სერიოზული თანხები იდება ამ საკითხში. დღეს შექმნილია 100-მდე ვაქცინა, მაგრამ კლინიკურ გამოცდას და ეტაპებს, 10-მდე ვაქცინა გავიდა. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გადაიხადა ავნსები, რომ ეს ვაქცინები მიიღონ. ვაქცინა უკვე მიდის იმ კონდიციამდე, რომ ამ წლის ბოლოს, ან იმ წლის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. საქართველოს უფრო დიდი იმედი აქვს „გავის“ ალიანსის. მათი ალიანსის საშუალებით განვითარებადი ქვეყნებისთვის სხვადასხვა ვაქცინები არის ხელმისაწვდომი. როდესაც ეს ვაქცინა დამტკიცდება და გადაწყდება, რომ მათი გამოყენება შეიძლება ის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განვითარებადი სამყაროსთვისაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.