საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1085-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1085 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 911 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 16.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5724 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 247.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.