სავაჭრო-სამრეწველო პალატის კვლევის მიხედვით ბიზნესის 53%-ი დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებას, 9%-ი შემცირებას, ხოლო 7%-ი დასაქმებულთა ზრდას პროგნოზირებს.
პალატამ COVID19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის კვლევაშიც მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 89%-ი რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97%-ი მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა და შედეგების მიხედვით გამოიკვეთა ბიზნესის გეგმები დასაქმებულებთან დაკავშირებით მომდევნო 6 თვის განმავლობაში:
კომპანიების 53%-ო დასაქმებულთა რაოდენობას შეინარჩუნებს;
31%-ს უჭირს პასუხი;
9%-ი შემცირებას პროგნოზირებს;
7% -ს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მოლოდინი აქვს.
ამავე კვლევის მიხედვით:
📊კომპანიების 43%-მა დასაქმებულებს ხელფასი უკვე შეუმცირა
📊 32%-მა ყველა დასაქმებულს ხელფასი სრულად შეუნარჩუნა
📊დასაქმებულების 20% სრულად ან ნაწილობრივ იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში
📊კომპანიების 5%-მა სრულად ან ნაწილობრივ დაითხოვა თანამშრომლები სამსახურიდან.
▶️კვლევა ჩატარდა 2020 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.
▶️კვლევის ძირითადი მიმართულებები ეხება - კერძო სექტორის მიმდინარე ზარალის და გამოწვევების, ბიზნესის მოლოდინების, საშეღავათო პერიოდის, დისტანციური მუშაობისა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასებას.
▶️სავაჭრო პალატამ კვლევის პირველი ეტაპი 2020 წლის მარტში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებამდე ჩაატარა.