საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და და 1049-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1049 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 903 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 16.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -41.