ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები მეოთხე დღეა მსჯელობენ ბიუჯეტსა და კორონავირუსისგან დაზარალებული ეკონომიკების დახმარების გეგმაზე.
ევროკავშირის სამიტი, რომელიც 17 ივლისს დაიწყო და ტრადიციულად ორი დღის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, გარკვეულ საკითხებში შეუთანხმებლობის გამო ორჯერ გახანგრძლივდა.
ევროკავშირის ლიდერებმა 18 ივლისის საღამოს სამიტის ერთი დღით განახგრძლივების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება, ხოლო 19 ივლისს კიდევ ერთი დღე მოითხოვეს დამატებით იმ იმედით, რომ შეთანხმებას მიაღწევდნენ 1.82-ტრილიონიანი ბიუჯეტისა და დახმარების პაკეტის ირგვლივ.
ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი და ფინეთი ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის გეგმას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის 750-მილიონიანი ფონდიდან 500 მილიონი ევრო ვირუსით განსაკუთრებულად დაზარალებული ქვეყნებისთვის უნდა გამოიყოს.
ამ ქვეყნების პოზიციამ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ღია უკმაყოფილება გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება "ეგოისტურია".
მისივე თქმით, ის მზად არის სამიტი, ვიდრე ხელი მოაწეროს "ცუდ შეთანხმებას".
შეთანხმების მიღწევის კიდევ ერთ წინააღმდეგობად რჩება უნგრეთისა და პოლონეთის პოზიცია, რომლებიც წინაღმდეგნი არიან დაფინანსების საკითხი ქვეყანაში არსებულ კანონის უზენაესობის საკითხს მიებას.
ბოლოს ყველაზე ხანგრძლივი, 5-დღიანი სამიტი 2000 წლის დეკემბერში, ნიცაში გაიმართა.
სამიტზე ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს 2021-2027 წლის ევროკავშრის ბიუჯეტს, რომელიც 1 ტრილიონ ევროს მოიცავს და ეკონომიკების აღდგენის 750 მილიარდი ევროს ოდენობის ფონდს.
კორონავირუსის პანდემიამ ევროკავშირის ეკონომიკა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ჯერ არნახული რეცესიის წინაშე დააყენა.