სახალხო დამცველის ოფისში საქართველოს ოსთა ასოციაციამ კონფერენცია გამართა.
კონფერენციაზე ქართველი და ოსი ხალხის დაახლოების, კონფლიქტის მოგვარებისა და ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის გზებს განიხილეს.
კონფერენციაზე განიხილეს ასევე საზოგადოებისა და მედიის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში. კონფერენცია ომბუდსმენის ეგიდით გაიმართა. მასში ოსთა ასოციაციის გარდა არასამთავრობო ორგანიზაციები და ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მონაწილეობდა.
საქართველოს ოსთა ასოციაცია 1999 წელს დაარსდა, მას თბილისსა და რეგიონებში 1700-ზე მეტი წევრი ჰყავს.