„ოპოზიცია არის გაღიზიანებული და ამ გაღიზიანებას აქვს ძალიან მარტივი საფუძველი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ისინი ძალიან მძიმედ დამარცხდებიან და ამის იქეთ მათ არ აქვთ არანაირი გზა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას მარცხის შიში აქვთ და მათ დღეს აშინებთ არჩევნები.
მე 2016 წელს ვიყავი საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ეს იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და იმის შემდეგ, ყველა არჩევნებზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის, შუალედურ არჩევნებზე მე ვიყავი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და თქვენ კარგად გახსოვთ რომ ყველა არჩევნებზე დამარცხდა ძალიან მძიმედ „ნაციონალური მოძრაობა“. ამ არჩევნებზეც დამარცხდება და ამის შიში მათ ბუნებრივია აქვთ და ერთადერთი, რაც მათ დღეს აშინებთ, ეს არის არჩევნები. მათ ძალიან კარგად იციან, რომ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში ისინი ძალიან მძიმედ დამარცხდებიან და ამის იქეთ მათ არ აქვთ არანაირი გზა“,- თქვა ირაკლი კობახიძემ .