მსოფლიოს ბევრი ქვეყანა COVID-19-თან ბრძოლის მიმართულებით არასწორი გზით წავიდა და "ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა განაცხადა.
"მინდა თქვენს წინაშე მართალი ვიყო: ძველებურ, ნორმალურ ცხოვრებას უახლოს მომავალში ვერ დავუბრუნდებით", - განაცხადა გებრეისუსმა ბრიფინგზე.
აღსანიშნავია, რომღებრეიესუსი ადრეც არ გამოხატავდა ოპტიმიზმს ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნებასთან დაკავშირებით კორონავირუსის პანდემიის შემდეგ.
ივნისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ კორონავირუსის პანდემიიდან ნახევარი წლის შემდეგაც სიტუაცია წარმატებული დასასრულისგან შორს არის.
ღებრეისუსი აღნიშნავდა, რომ იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, სინამდვილეში გლობალურ დონეზე პანდემიის ტემპი აჩქარებულია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, "უარესი ჯერ კიდევ წინ არის".