რუსული ბიზნესის გარეშე აფხაზეთის ეკონომიკის ფეხზე დაყენება შეუძლებელია. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გააკეთა.
მისივე თქმით, დღეისათვის არის კარგი პერსპექტივები აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებისათვის.
"თუკი ჩვენ უფრო ხშირად შევხვდებით ჩვენს რუს კოლეგებს, აფხაზეთის ეკონომიკის განვითარება უფრო დინამიურად წარიმართება. ეს მართალია რთული, მაგრამ განვითარების სწრაფი გზა იქნება", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთი იმედის უყურებს სოხუმში დღეს მიმდინარე აფხაზეთის ე.წ. საქმიან ფორუმს ვინაიდან მასში რუსეთის ბიზნეს-წრეების მრავალი წარმომადგენელი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში აფხაზეთის ე.წ. საქმიანი ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის მთავრობის რამდენიმე მინისტრი, რუსეთის რაიონების გუბერნატორები, რუსული ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებიან.