დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოში ნატოს დღეები იხსნება, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და სკოლებში.
სპეციალურად ნატოს დღეებისთვის თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან ალიანსის სახალხო დიპლომატიის სამმართველოს წარმომადგენლები და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები. კვირეული ხვალ სიღნაღის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება და 23 ოქტომბერს ქუთაისში აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში საზეიმო კონცერტით დაიხურება.
ნატოს დღეების ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.