მდინარე რიონში დამხჩვალი 22 წლის ლინდა გობეჯიშვილია.
დღეს დილით სოფელ გეგუთში, მდინარე რიონის პირას სამართალდამცავებმა ახალგაზრა ქალის გვამი აღმოაჩინეს.
გარდაცვლილის სამძებრო სამუშაოები ქუთაისში, მდინარე რიონში დღეს დილიდან მიმდინარეობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მდინარეში გამთენიისას გადახტა. ამ დროისთვის თვითმკვლელობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
გვამი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.