ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გასაჯაროვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აბიტურიენტი 7 ივლისის გამოცდაზე იმყოფებოდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, კონტაქტები დადგენილია, ხოლო აბიტურიენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.