ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მუშაობა დაასრულა და დასკვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა. ინფორმაცია შაქარაშვილის ოჯახმა "რუსთავი2"-ს მიაწოდა.
როგორც იუწყებიან ექსპერტიზის დასკვნა საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი 19 ივნისს გახდა, როდესაც ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
4-დღიანი სამაშველო-სამძებრო სამუშაოების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.