საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა. იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
მათი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 14 პირმა გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში მიიღებს.
იუსტიციის საბჭოს წევრის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.