ბათუმის სანაპიროზე სიყვარულის ქანდაკება განთავსდება. 7 მეტრიანი ქალის და მამაკაცის მონუმენტი აშშ-ში მცხოვრები ქართველი არქიტეკტორის, თამარ კვესტიაძის დიზაინით შეიქმნა.
ცნობისათვის, მონუმენტის მცირე მოდელი უკვე წარდგენილი იყო ევროპის და აშშ-ს სხვადასხვა გამოფენაზე და ექსპერტებისაგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.