სოფელ ტყვიავის მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ და მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს. ევროპული საქართველოს ლიდერთან, გიგი უგულავასთან ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბოლო წლებია სოფელში უმუშევრობა და უგზობის პრობლემა მთავარ გამოწვევად იქცა. წლებია პირდებიან გზის პრობლემის მოგვარებას თუმცა უშედეგოდ. ასევე სოფელ ტყვიავის მოსახლეობა კოვიდ 19ისთვის გამოყოფილ დახმარებებზეც სწუხს, რადგან მათი თქმით ხელისუფლება ერთჯერად დახმარებას პოლიტიკური ნიშნით ანაწილებს. ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით - არჩევნებზე ცვლილელები ერთადერთი წინაპირობაა, ეკონომიკის და ამ გაყინული სიტუაციის ამოტრიალებისთვის
„სამწუხაროდ ქართლის სოფლებიც არ არის გამონაკლისი, სიდუხჭირე, იმედგაცრუება და ბრაზი ხელისუფლების მიმართ არნახულ ზღვარს აღწევს ამავე დროს ხალხი არის იმედიანად და ცვლილებების მოლოდინშია. ცვლილებები ერთადერთი წინაპირობაა ეკონომიკის ამოყირავების და ამ გაყინული სიტუაციის გამოსწორების, ამიტომ ადამიანები ამას რწმენით უყურებენ, მომავალს რწმენით უყურებენ მაგრამ ივანიშვილთან ერთად თავის მომავალს ვერ ხედავენ“, - გიგი უგულავა