ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიაში 13 წლის ნინი ბარამიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ბარამიამ 50-მდე სხვადასხვა სტილში შესრულებული ფერწერული ნახატი გამოფინა.
როგორც ნინი ბარამია აცხადებს, პირველ პერსონალურ გამოფენაზე ძირითადად აბსტრაქტული და იმპრესიონისტული ნამუშევრებია წაემოდგენილი. არის ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატებიც, რომლის სრულ კოლექციას ახალგაზრდა ხელოვანი უახლოეს მომავალში წარუდგენს ფართო საზოგადოებას.
ბარამიას პედაგოგის ზაალ სულაკაურის განცხადებით, ნინის ქართულ მხატვრობაში დიდი პერსპექტივა აქვს.
"ნინი ბარამია ფენომენალური ნიჭის მქონეა, ამიტომაც ამ სტუდიის საგამოფენო დარბაზი მის ნახატებს დავუთმეთ. ის თუ მხატვრობას გაჰყვება, საქართველოს უდიდესი მხატვარი შეემატება", - აღნიშნა სულაკაურმა.
ნინი ბარამიას გამოფენა-დათვალიერება ზაალ სულაკაურის სამხატვრო სალონში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.