ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში ადიდებულმა მდინარე რიონმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.
ადგილობრივების ინფორმაციით, რიონმა ჯებირები გამთენისას, 04:00 საათზე გარღვია და მდინარე მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა.
სტიქიის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დახოცილია შინაური ფრინველი, ასევე, განაგურდა ზამთრისთვის მომარაგებული პროდუქტები.
მოსახლების ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქია კვლავ მძვინვარებს, თუმცა, წყლის დონე შემცირებულია.