დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 105 პაციენტი მკურნალობს.
Stop.gov.ge-ს მონაცემებით, 6 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3,903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი.