არაერთხელ მითქვამს, რომ ახლანდელი სომხეთი, ტერიტორია რუკაზე, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკა ეწოდება ეს ისტორიულად აზერბაიჯანული მიწაა. ეს ჭეშმარიტებაა. რა თქმა უნდა ზანგეზური, ირევანის სახანო - ეს ჩვენი მიწებია", _ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ევლახში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.
"აზერბაიჯანელები იქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, სომხები კი გარკვეულ რაიონებში სახლობდნენ, მაგრამ XIX საუკუნეში მათი მასობრივი გადასახლება მოხდა. როგორ მოხდა, რომ 1918 წელს ირევანის სომხეთის დედაქალაქად გამოცხადება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მოხდა?! თუკი ეს რეგიონები ე.წ. "ველიკი არმენიას" ეკუთვნოდა, მაშინ რატომ გვთხოვდნენ ისინი ნებართვას ჩვენ?", _ აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყარაბაღი - ეს ისტორიულად აზერბაიჯანის მიწაა.
"არის სომხურ ენაში სიტყვა ყარაბაღი - არა! ქალაქ ხანკენდს ყარაბაღში კი სტეპანაკერტი საბჭოურ დროს დაარქვეს. ეს სახელწოდება სტეპან შაუმიანის სახელიდან მოდის არადა მისი ისტორიული სახელწოდება ხანკენდია", _ აცხადებს ილჰამ ალიევი.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი თავის ტერიტორიულ მთლიანობას ნებისმიერი გზით აღადგენს.
"ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ახლანდელი სომხეთი ისტორიულად აზერბაიჯანის კუთვნილ მიწებზეა განლაგებული. მათ კი ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენს მიწებზე თავისი მეორე სახელმწიფოს შექმნა სურთ. ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ ამაზე თანხმობის მიცემას და ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ნებისმიერი გზით! ამაში ეჭვი არ მეპარება", _ აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანი 2011 წელს თავდაცვის სფეროს საბიუჯეტო დაფინანსებას ანუ 2 მილიარდ 511 მილიონ მანათამდე აპირებს.