საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 943-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 943 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 821 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 15.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.