The New York Times - მა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. "საქართველოში ლიდერების ძალაუფლება იცვლება, თუმცა ამას ზოგი პოლიტიკურ ხრიკად მიიჩნევს" - ამ სათაურით იწყებს სტატიას ცნობილი ამერიკული გაზეთი The New York Times:.
როგორც სტატიის ავტორი სარა მარკუსი წერს, საქართველოს პარლამენტმა პარასკევს საბოლოოდ დაამკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2013 წლიდან პრეზიდენტის ძალაუფლება იკვეცება, ხოლო პრემიერის კი განმტკიცდება.
"საქართველოში ელიან, რომ ეს არჩევნები მოიტანს ხელისუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემას მას შემდეგ, რაც დაახლოებით ორი ათწლეულის წინ საქართველო საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდა, პრო-დასავლელმა პრეზიდენტმა, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, პირობა დადო, რომ დაემორჩილება საპრეზიდენტო ვადის ლიმიტს და თანამდებობას დატოვებს, ხოლო მისმა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ახალი ჩასწორებები განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიას", - აღნიშნავს სტატიაში სარა მარკუსი.
როგორც ის განმარტავს, სააკაშვილის ოპენენტები ამტკიცებენ, რომ სააკაშვილმა მოსისხლე მტერ პუტინის ხრიკს მიმართა, რომელმაც შექმნა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც პრეზიდენტობის შემდეგ უფლებას მისცემდა ხელისუფლებაში დარჩენილიყო და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაეკავებინა.
The New York Times - ს მოყავს ალასანიას ციტატა: „სააკაშვილი ყოველთვის განამტკიცებდა იმ პოზიციას, რომელიც ეკავა. ახლა ლოგიკურად ჩნდება ვარაუდი, რომ ის ეძებს ვარიანტებს ისე მოქცევისა, როგორც ეს პუტინმა გააკეთა"
"სააკაშვილს, მას მერე რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც დემოკრატიულ რეფორმატოს, მიესალმებოდნენ, მაგრამ ბოლო დროს მას ხელისუფლების მონოპოლიზების, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გადადგმული ხისტი ნაბიჯების და პრესის თავისუფლების შეზღუდვის გამო აკრიტიკებდნენ. ის არ მალავს, რომ თანამდებობის დატოვების შემდეგ, საკუთარი მხარდამჭერების დარჩენა სურს ხელისუფლებაში, თუმცა უარყოფს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისთვის კონტროლის შენარჩუნებას ისახავს მიზნად" - განმარტულია სტატიაში.
სტატიაში ნახსენებია სააკაშვილის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, ხელისფულებაზე ჩამოკიდება, რომ უნდოდეს სხვა საშუალებებიც არსებობს- რეფერანდუმი მესამე საპრეზიდენტო ვადაზე ან მთელი ძალაუფლების პრემიერ მინისტრისთვის გადაცემა.
სარა მარკუსი დასძენს, რომ ახლად მიღებული ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი, ინარჩუნებს კონტროლს შეირაღებულ ძალებზე, მაგრამ პრემიერ-მინისტრს საშინაო და საგარეო საქმეებზე უფრო დიდი გავლენის უფლება მიეცემა. ცვლილებები გაამარტივებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას.