ამერიკულმა გამოცემა THE WALL STREET JOURNAL - მა საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. გამოცემის კორესპონდენტი სამანტა შილდსი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახალი კონსტიტუცით საკუთარი პოზიციის გამტკიცებას ცდილობს.
"ახალი კონსტიტუციით, საქართველოს ლიდერი, როგორც ჩანს, საკუთარ როლს განამტკიცებს. საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მოიწონა, რომელიც კრიტიკოსების თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გზას უხსნის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩეს მას შემდეგ, რაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ისევე როგორც ეს მისმა მოსისხლე მტერმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში გააკეთა", - იუწყება THE WALL STREET JOURNAL.
სამანტა შილდსი წერს დავით ბაქრაძის სიტყვებს: "ჯერ ადრეა და პრეზიდენტის გეგმებს ჯერ არ განვიხილავთ, მაგრამ მას არასდროს უთქვამს, რომ 2013 წელს პრემიერ-მინისტრობას აპირებს".
გამოცემა აღწერს, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტის ძააუფლების გაზრდისთვის შესწორებულ კონსტიტუციას.
"სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდის მიზნით. ის უმცროსი ჯორჯ ბუშის ფავრიტი იყო მის ძალისხმევაში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პრო-დასავლური რეჟიმების მხარდაჭერის თვალსაზრისით, თუმცა დემოკრატიის მის მოდელს რეგიონში ჩრდილი მიადგა: 2007 წელს, სააკაშვილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, კრიტიკის ობიექტი გახდა, როდესაც მთავრობის სპეცდანაყოფებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ და სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც გაიმარჯვა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორვადიანი საპრეზიდენტო ლიმიტი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვერ შეძლებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას", - აღნიშნულია სტატიაში.
როგორც შილდსი განმარტავს, სააკაშვილმა აგვისტოს შემდეგ რეპუტაცია გაიფუჭა, ეხლა კი ცდილობს, როდესაც მისი საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდეს და ამით თავის ლიდერობა კიდევ გაიხანგრძლოვოს, ოღონდ პრეზიდენტობის ნაცვლად პრემიერ-მინისტრობით.