ამომრჩევლის 100 ლარამდე მოსყიდვაც კი სისხლის სამართლებრივად დასჯადი იქნება. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს. ცვლილებები საარჩევნო კოდექსში ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა.
მისი თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა და სამართლებრივ სანქციად ჯარიმაა გათვალისწინებული.
„მკაცრდება რეგულაციები, რომლებიც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, არა მხოლოდ 100 ლარის ზევით მოსყიდვა, არამედ 100 ლარამდე მოსყიდვაც ხდება უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება და სისხლის სამართლებრივ სანქციად გათვალისწინებულია ჯარიმა. ასევე ჯარიმა სისხლის სამართლებრივი სანქცია არის გათვალისწინებული მხარდამჭერთა სიებში მანიპულაციისთვის“,-აცხადებს კობახიძე.
საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დეპუტატები კენჭს ხვალ პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე უყრიან. დოკუმენტი კი საბოლოოდ 2 ივლისამდე დამტკიცდება.