ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი კვლავ ძალაშია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს დაავადების ფართოდ გავრცელების პრევეცნიისთვის, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმია.
მისივე განცხადებით, შესაძლოა, იყოს გარკვეული გამონაკლისიც და პირი თვითიზოლაციაში გადავიდეს.
"ჯერჯერობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი რჩება. ორკვირიანი კარანტინის რეჟიმი რჩება ყველა შემოსული ადამიანისთვის. შესაძლებელია, იყოს გარკვეული გამონაკლისი თვითიზოლაციისა, როდესაც ვთქვათ არის ოჯახი", - განაცხადა გამყრელიძემ.