დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შესაძლოა ის უფრო მეტად გადამდები გახდეს. ამის შესახებ პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაძლოა, მუტაციის შემდეგ ვირუსით კვლავ დაინფიცირდნენ ის ადამიანებს, ვინც უკვე გადაიტანა კოორნავირუსი.
"თუ კორონასთან თანაცხოვრებას გავაგრძელებთ, მეორე ტალღა იქნება ძალიან შორს. თუ არ გავაგრძელებთ კრონასთან, ასე ვთქვათ, კარგად მოქცევას, როგორც ჯერჯერობით ვიქცევით, მაშინ იქნება უფრო ახლოს. არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. კორონას რომ "გამოშვერილები" აქვს, რითაც უჯრედებს ემაგრება და მერე შედის, იმის მუტაცია მოხდა. ამან ვირუსს გაუადვილა უჯრედში შეღწევა - მარტივად, რომ გითხრათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ვიდრე ის, რაც ჩინეთიდან წამოვიდა", - თქვა იმნაძემ.