ორი თვის შემდეგ, აჭარაში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი ორივე პირს ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, სადაც ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს. დადასტურების შემდეგ კი, ორივე ინფიცირებული კლინიკა "მედალფაში" მსუბუქი სიმპტომებით არის მოთავსებული.