რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, ერთი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულთა შორის არამხოლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები, არამედ უწყების რეგიონალური წარმომადგენლობების თანამშრომლებიც არიან.
ლავროვის განცხადებით, გარდაცვლილი 62 წლის დიპლომატია, რომლის "ქმარი სამედიცინო მუშაკია და როგორც ჩანს ის იყო ინფიცირების წყარო".
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 640 246 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 9 152 ადამიანი.