დღეს, 16 ოქტომბერს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, "თელასის" სატრანსფორმატორო ქვესადგურში "5000" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო კრწანისისა და ისნის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება ქეთევან წამებულის გამზირის, კრწანისის, გორგასლის, გულიას, ბევრეთის, ავლაბარის, სამასი არაგველის, ჩოლოყაშვილის, ბოჭორმის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება აგრეთვე შეეზრუდება IV სამშობიაროს, შინაგან-საქმეთა სამმართველოს ჰოსპიტალს, სახანძრო დაცვას, ავტოსადგურს, I საპყრობილეს, გორგასლის ქუჩაზე მდებარე წყალსადენს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ, ამ ორგანიზაციებს "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.