„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. როგორც ნათელაშვილი აცხადებს შექმნილ ვითარებაში სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, ეს არის გამოსავალი.
„პირდაპირაა ჩაწერილი, რომ საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალაუფლებაში დარჩენის ცდუნებისგან და მთელი ამერიკის პოლიტიკა უკავშირდება შემდგომში ამ ცდუნების დაძლევის პრობლემატიკას. შექმნილ ვითარებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი ხელისუფლების იქნება, მმართველმა ძალამ უარი განაცხადოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რითაც შეექმნება ყველა პოლიტიკურ ძალას თანასწორი პლატფორმა ბრძოლის, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, კოალიციური მთავრობის და წარსულის შავ-ბნელი ისტორიის ჩაბარებისთვის“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.