შვეიცარიაში, მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა დასრულდა.
შვეიცარიის ალპებში, Gotthard Base Tunnel 14 წლის განმავლობაში შენდებოდა. ის 57 კილომეტრის სიგრძისაა. მისი გათხრა მოხდა მსოფლიოში ყველაზე დიდი სათხრელი მანქანა Sissi - თ.
Gotthard Base Tunnel 4 კილომეტრით გრძელია იაპონიაში არსებულ გვირაბ სეიკანზე, რომელიც აქამდე უგრძეს გვირაბად ითვლებოდა.
გვირაბი ციურიხიდან მილანამდეა გადაჭიმული. მისი საშუალებით ციურიხიდან მილანამდე ჩასვლა მატარებლით 2-საათ ნახევრის ნაცვლად 1 საათში იქნება შესაძლებელი.
გვირაბის მშენებლობა მთლიანობაში 10.6 მილიარდი ამერიკული დოლარი დაჯდა.
ახალი გვირაბის მეშვეობით, ეკონომიკური სატვირთო გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები