ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მადონას თავისი ახალი ფილმის W.E. -ს გადაღებებში ეხმარება. მათ მადონას უკვე გაუწიეს გარკვეული კონსულტაციები.
ამ პროცესში მონაწილეობა მიიღეს კენტის ჰერცოგმა ედუარდმა, პრინცესა მიშელმა, ასევე გლოსტერის ჰერცოგმა რიჩარდ უინძორმა და მისმა მეუღლემ. ჰერცოგ რიჩარდთან და მის მეუღლესთან შესახვედრად მადონას ბუკინგემის სასახლეში სპეციალური აუდიენცია მოუწყვეს.
W.E სიუჟეტი აგებულია დიდი ბრიტანეთის მეფის ედუარდ VIII-ის და ამერიკელი გოგონას უილის სიმპსონის რომანზე, რომელსაც შედეგად ედუარდის მიერ ტახტზე უარის თქმა მოჰყვა.
ედუარდს მიერ სამეფო გვირგვინზე უარის თქმის შემდეგ ტახტი გეორგ VI_მ, ედუარდის ძმამ დაიკავა, რომლის მეფობასაც II მსოფლიო ომი და ინგლისის იმპერიის დაშლა დაემთხვა.
ფილმის ბიუჯეტი 27 მილიარდ დოლლარს შეადგენს. ფილმში მთავარ როლებს ჯეიმს დარსი და ანდრეა რაისბორო შეასრულებენ. ფილმში მაყურებელი ასევე იხილავს ები კორნიშს, რიჩარდ კოილს, ნატალი დორმევს და ლოურენს ფორბს. Fილმის პრემიერა 2011 წელს გაიმართება.