საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი, - განაცხადა მთავარი არხის ეთერში ვროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილზე.
ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები ალეკო ელისაშვილთან თანამშრომლობისთვის ღია იყვნენ და რომ ის თავადაც იყო მოწადინებული თანამშრომლობისთვის.
"უბრალოდ, 2 ადგილს ითხოვდა. ამიტომ, არ მესმის დღეს პრინციპულ მიუღებლობაზე რომ საუბრობს, თუნდაც ევროპული საქართველოს მიმართ, ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებოდით, როგორც ჩანს. ეს მის სინდისზე იყოს. მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს, უბრალოდ, საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი”, - თქვა უგულავამ.