17 ოქტომბერს, საჩხერის კულტურის სახლში , ბილაინის, პე-ეს-პეს და სავაჭრო სახლის " ქარვასლა" მხარდაჭერით, გამოფენა " აკაკიდან კაკი წერეთელამდე" გაიხსნება.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენლი იქნება 60 - მდე მასშტაბური ზომის უნიკალური ფოტო, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებმა სხვა და სხვა კერძო კოლექციიდან და მუზეუმებიდან მოიპოვეს.
გამოფენა მთელს საქართველოს მოივლის, 22 ოქტომბერს თბილისში, "თბილისი მარიოტის" ეზოში იქნება წარმოდგენილი, შემდეგ სავაჭრო ცენტრის " ქარვასლა " საგამოფენო დარბაზი, თელავში, ბათუმში, ხოლო საზეიმო დახურვა წინანდალში მოეწყობა.
"ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს იმერეთის ერთ-ერთი უწარჩინებულესი გვარი _ წერეთელი. წერეთლები აქტიურად მოღვაწეობდნენ როგორც დიპლომატიურ, ასევე რელიგიურ სფეროში. განსაკუთრებული დიპლომატიისა და ქველმოქმედების უნარით გამოირჩეოდნენ წერეთლის ქალები," - განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა ირინა აბჟანდაძემ.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის დაფინანსებით