საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების კონსტიტიუციური კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას მიკრობლოგ "ტვიტერზე" ეხმიანება.
ელჩი იმედოვნებს, რომ მესამე მოსმენაზე კანონპროექტს მხარს 142 დეპუტატი დაუჭერს.
"მივესალმები საკვანძო მნიშვნელობის საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას. სამწუხაროა, რომ პროექტის მიღება ხმათა მცირე სხვაობით მოხდა. ვიმედოვნებ, რომ საბოლოო მოსმენის წინ აღდგება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება და პროეტს 142 მხარდამჭერი ეყოლება", - წერს ჰარცელი "ტვიტერზე".